“ბილიკი” და ბილიკელები

ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელიც საზოგადოება ბილიკშია გაწევრიანებული და ამ ორგანიზაციას გულწრფელ მადლობას არ უხდის… მადლობას ვუხდი მეც , უბრალოდ მათგან განსხვავებით ამ პოსტს ბილიკის ჯგუფში არ გავაზიარებ  , თუ მკითხველთაგან ვინმე ბილიკელიც აღმოჩნდება ,უზომოდ ბედნიერი ვიქნები და თუ არა  ვინც , თქვნდა უნებურად აღმოჩნდით ამ ბლოგზე  მოგიყვებით როგორ გავხდი ბილიკის განუყრელი ნაწილი და რა როლს ასრულებს ჩემ ცხოვრებაში.

64081_10151627967572562_593189294_n (ესეც ორგანიზაციის ლოგო)..

როგორც მე ვეძახი ჩემ თავს “ყველა დროის ბილიკელი” , რატომ? მე-9 კლასში ვიყავი პირველად , რომ სკოლაში გვითხრეს ამ ორგანიზაციის შესახებ , პირველივე დღეს ქ-მა. ლია გორელიშვილმა ისეთი ეფექტი მოახდინა ჩემზე , რომ სახლში მისულს ისევ უკან დაბრუნების სურვილი გამიჩნდა , ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი წელიწადი , უამრავი ტრენინგი , სემინარი , დებატები , ბანაკები , ექსკურსიები და რაც მთავარია ბავშვები  , რომელთა ქცევებიც ეხლაც ზუსტად მახსოვს და რომლებიც ძალიან მიყვარან . მეათე კლასში ბილიკში სიარული შევწყვიტე (სამწუხაროდ მიზეზი არ ვიცი).. ეს პირველი ეტაპია ჩემი ბილიკელობის პერიოდი ს, რომლითაც ვამაყობ , მიხარია ბავშვებო რომ თქვენი დროის ბავშვიც ვარ..(  მიხვდებიან აქ ვინც იგულისხმებიან…)
9963_4121501335588_1495710342_n

მეორე ეტაპი 2012 -2013 წელი იყო . ნამდვილად დაუვიწყარი წლები ჩემ ცხოვრებაში , უამრავი ნაცნობი , ძალიან თბილი ურთერთობები , მრავალფეროვნება და გამოცდილების პიკი.. წლები როდესაც მე მე არ ვიყავი , სულ სხვა მხრიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი , მივხვდი თუ რამდნი რამე შემიძლია , გავიცანი ხალხი , რომელთაც მთელი ცხოვრება არ მოვეშვები…:დ

ეს ის წელია , როდესაც შემეძლო ჩუმად ვმჯდარიყავი(ბილიკის)  ნებისმიერ ოთახში და ხმა არ ამომეღო , მაგრამ მაინც ჩემზე ბედნიერი არა მგონია იმ მომენტში ვინმე ყოფილიყო..(თიკოს კაბინეტი და გადაღლილი კატო გამახსენდა…)

და ბოლოს ბოლო თაობა , მაათთან ისეთი აქტიურად არ ვარ ჩართული მაგრამ მაინც …ხო ,  რას მიშვება ეს აბიტურიენტობა , კვირაში ერთხელ რომ მიხვალ შენ საყვარელ საზოგადოებასთან ეს ცხოვრებაა?..:დ:დ

68617_3490799568438_776750721_n

ნუ ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს ვისაც ეკუთვნის მაგრამ მაინც..:)

მაკა<3 ლია ❤ თიკო ❤ კატო ❤ და ქ. მარიკა მადლობა ყველაფრისათვის <3<3 მიყვარხაართ<3<3

7148_10151550308492562_1014002039_n

ბავშვებო ეხლა თქვენ რა ჩამოგთვლით , ჩინელებზე ბევრი ხართ..:დ:დ  ..<3(კიდე გითხრათ? ..მმმმ… უმაგრესი ხალხი ხართ…)

936328_4121472894877_1503447016_n

მოკლედ მოემზადეთ ხალხო ენერგიით სავსე მოვქრივარ ორშაბათს…^_^ (რა მეშველება?..)
p.s.არ შემიძლია არ დავწერო ჩემი ერთ-ერთი აღმოჩენა მედეა გიგაური….:):) არაფერს ვწერ შენ შესახებ , მიხვდები რატო მოგიხსენიე…<3<3320018_405697839527522_1016446681_n

არ მინდა მოვრჩე , მაგრამ აფერისტობას რომ არ მიაწერონ ვჩერდები …ვჩერდები…

2 thoughts on ““ბილიკი” და ბილიკელები

Leave a comment