“ბილიკი” და ბილიკელები

ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელიც საზოგადოება ბილიკშია გაწევრიანებული და ამ ორგანიზაციას გულწრფელ მადლობას არ უხდის… მადლობას ვუხდი მეც , უბრალოდ მათგან განსხვავებით ამ პოსტს ბილიკის ჯგუფში არ გავაზიარებ  , თუ მკითხველთაგან ვინმე ბილიკელიც აღმოჩნდება ,უზომოდ ბედნიერი ვიქნები და თუ არა  ვინც , თქვნდა უნებურად აღმოჩნდით ამ ბლოგზე  მოგიყვებით როგორ გავხდი ბილიკის განუყრელი ნაწილი და რა როლს ასრულებს ჩემ ცხოვრებაში.

64081_10151627967572562_593189294_n (ესეც ორგანიზაციის ლოგო)..

როგორც მე ვეძახი ჩემ თავს “ყველა დროის ბილიკელი” , რატომ? მე-9 კლასში ვიყავი პირველად , რომ სკოლაში გვითხრეს ამ ორგანიზაციის შესახებ , პირველივე დღეს ქ-მა. ლია გორელიშვილმა ისეთი ეფექტი მოახდინა ჩემზე , რომ სახლში მისულს ისევ უკან დაბრუნების სურვილი გამიჩნდა , ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი წელიწადი , უამრავი ტრენინგი , სემინარი , დებატები , ბანაკები , ექსკურსიები და რაც მთავარია ბავშვები  , რომელთა ქცევებიც ეხლაც ზუსტად მახსოვს და რომლებიც ძალიან მიყვარან . მეათე კლასში ბილიკში სიარული შევწყვიტე (სამწუხაროდ მიზეზი არ ვიცი).. ეს პირველი ეტაპია ჩემი ბილიკელობის პერიოდი ს, რომლითაც ვამაყობ , მიხარია ბავშვებო რომ თქვენი დროის ბავშვიც ვარ..(  მიხვდებიან აქ ვინც იგულისხმებიან…)
9963_4121501335588_1495710342_n

მეორე ეტაპი 2012 -2013 წელი იყო . ნამდვილად დაუვიწყარი წლები ჩემ ცხოვრებაში , უამრავი ნაცნობი , ძალიან თბილი ურთერთობები , მრავალფეროვნება და გამოცდილების პიკი.. წლები როდესაც მე მე არ ვიყავი , სულ სხვა მხრიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი , მივხვდი თუ რამდნი რამე შემიძლია , გავიცანი ხალხი , რომელთაც მთელი ცხოვრება არ მოვეშვები…:დ

ეს ის წელია , როდესაც შემეძლო ჩუმად ვმჯდარიყავი(ბილიკის)  ნებისმიერ ოთახში და ხმა არ ამომეღო , მაგრამ მაინც ჩემზე ბედნიერი არა მგონია იმ მომენტში ვინმე ყოფილიყო..(თიკოს კაბინეტი და გადაღლილი კატო გამახსენდა…)

და ბოლოს ბოლო თაობა , მაათთან ისეთი აქტიურად არ ვარ ჩართული მაგრამ მაინც …ხო ,  რას მიშვება ეს აბიტურიენტობა , კვირაში ერთხელ რომ მიხვალ შენ საყვარელ საზოგადოებასთან ეს ცხოვრებაა?..:დ:დ

68617_3490799568438_776750721_n

ნუ ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს ვისაც ეკუთვნის მაგრამ მაინც..:)

მაკა<3 ლია❤ თიკო❤ კატო❤ და ქ. მარიკა მადლობა ყველაფრისათვის <3<3 მიყვარხაართ<3<3

7148_10151550308492562_1014002039_n

ბავშვებო ეხლა თქვენ რა ჩამოგთვლით , ჩინელებზე ბევრი ხართ..:დ:დ  ..<3(კიდე გითხრათ? ..მმმმ… უმაგრესი ხალხი ხართ…)

936328_4121472894877_1503447016_n

მოკლედ მოემზადეთ ხალხო ენერგიით სავსე მოვქრივარ ორშაბათს…^_^ (რა მეშველება?..)
p.s.არ შემიძლია არ დავწერო ჩემი ერთ-ერთი აღმოჩენა მედეა გიგაური….:):) არაფერს ვწერ შენ შესახებ , მიხვდები რატო მოგიხსენიე…<3<3320018_405697839527522_1016446681_n

არ მინდა მოვრჩე , მაგრამ აფერისტობას რომ არ მიაწერონ ვჩერდები …ვჩერდები…

უკვდავი “მეფე” ანუ ირაკლი ჩარკვიანი

გუშინ 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 52 წელი შეუსრულდებოდა 2006 წლის 24 თებერვალს რომ არ გარდაცვლილიყო.
ის იყო ქართველთა გენია , რომლის შემოქმედებამ დღეს მწვერვალი დაიპყრო და უფრო და უფრო წინ მიიწევს რათა გადალახოს მეტი ბარიერი და იყოს უკვდავი. ჩარკვეანი მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმიტ “მეფე”.

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.

„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისშილ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children’s Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

19941995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორღანი’78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე.

irakliაღსაღნიშნავია რომ მეფე აქტიური პოეტიც იყო , მისმა ლექსებმა აღიარება და პატივისცემა მოუტანეს (გარდაცვალების შემდეგ მეტად).
ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

 http://youtu.be/Rm3uTpLX01Q
პ.ს. ვგიჟდები ირაკლი ჩარკვიანზე , ყოველ დღე , ყოველ წუთს , ყოველ წამს ვუსმენ და მახსოვს მისი შემოქმედება… და ვამბობ ამაყად ირაკლი იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე.<3<3
“მე ასეთი დავრჩები , თუ გამიძლებს დრო” ……:დ:დ

როდემდის ვიქნებით ასე უგრძნობელნი?

გარშემო უამრავი პრობლემა , საზოგადოების რეაქცია ნული.

მინდა დავიჯერო რომ არ ესმით ხალხს ის ყველაფერი რასაც თავად აკეთებენ , მაგრამ არ გამომდის , არ მინდა ვცხოვრობდე მათ გვერდით ,ვისაც არაცოცხალი ბუნების არ ესმის , უარესი არც უნდათ რომ გაიგონ.

რა დაგიშავა ადამიანო  იმ ხემ , იმ ყვავილმა , იმ ცხოველმა რომელსაც ერთი ხელის მოკვრით ანადგურებ , რატომ ვართ ასეთი დაუნდობლები? რატომ ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე რატომ?!…..

ბევრი რომ არ გავაგრძელო უბრალოდ დავწერ იმას რაც საკუთარი თვალით ვნახე და საკუთრივ შევაფასე.

ჩემი სოფელი(სადაც ყოველ ზაფხულს ავდივარ)  , მდებარეობს მაღალმთიან რაიონში ,  პატარა და ლამაზი , წყნარი, მშვიდი სადაც მხოლოდ 15 კომლი ცხოვრობს , აქედან 5- 6 ოჯახი თუ იქნება მუდმივი მაცხოვრებელი . ოთხივე მხრიდან მთები , მდინარე , რომელიც ამაყად მიედინება( უფრო სწორად მიედინებოდა).. ადგილი სადაც არ იჭერს ტელეფონი , არ აჩვენებს ტელევიზორი , ინტერნეტზე ლაპარაკი აღარ მაქვს , ვერ ადის ყველა მანქანა ,მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი , მდინარის განუწყვეტელი ჩხრიალი და  ნაზი სიო , რომელსაც წარმოსახვითი სამყაროდან გამოჰყავხარ და თვალწინ გადაგიშლის იმ ხედს, რომელზეც ერთხელ მაინც ყველას გიოცნებიათ    მოხუცი ბებოს და პაპას საუბარი , საღამოობით ჟენია ბაბოს ახალგაზრდობის გახსენება თუ როგორ უყვარდა ის მის მეუღლეს და სანთლის შუქით გაკვალული გზა , შიში , შიში იმისა რომ თუ საღამოს გარეთ გამოხვალ ან მგელი შეგჭამს ან დათვს გადაეყრები . ეს ის პატარა სოფელია რომლის გარშემოც 5 ქრისტიანული ეკლესია შეგიძლია დათვალო (რა თქმა უნდა ძველი და ყველას რესტავრაცია სჭირდება) ის სოფელი სადაც საქართველოში პირველი მინის დასამამუსავებელი ქარხანა აშენდა და ფუნქციონირებდა.

შეიძლება გაგიკვირდეს , შეიძლება არა თუ გეტყვი რომ ეს ყველაფერი იყო. წარსულში სულ რაღაც 5-6 წლის წინ , რა ხდება ახლა?

დავიწყებ იმით რომ გზა ოდნავ უკეთესია ანუ ისეთი თუ მოინდომებ “ჟიგულითაც” რომ ახვალ..  გაკეთებულმა გზამ ხელი შეუწყო ტყის მჭრელთა საზოგადოებას და დაიწყო დაუნდობელი გაჩეხვა ტყეების , არანაირი ქარის  ხმა , არანაირი მდინარის ჩხრიალი მხოლოდ დამფრთხალი ფრინველების და ხის საჭრელის ხმა აყრუებს არემარეს , მხოლოდ მანქანები , რომლებიც სიფრთხილის გამო ღამ-ღამობით დადიან , ყოველ 5 წუთში მიაქვთ ხეები და რაღა თქმა უნდა არ ფიქრობენ შედეგზე ..

ბუნებასაც დიდხანს არ უფიქრია და შედეგიც დაგვანახა. მდინარე რომლითაც მთელი სოფელი ამაყობდა დაშრა , საკუთარ თავს ძლივს მიათრევს ქვებზე რომ არაფერი ვთქვათ , მდინარის ნაკლებობით სოფელს მებაღეობის პრობლემები გაუჩნდათ , ბაღებს ვეღარ რწყავენ , ამას თუ დაუმატებთ იმას რომ სოფელში წყაროები, რომელიც მრავლად იყო დაშრა და ერთს ვეღარ ნახავ ადამიანი რომ წყურვილი დაიკო და კიდევ იმას რომ წვიმისას ყველაფერი სოფელში ჩამოაქვს წვიამს , და ხელს არ უშლის არაფერი დავინახავთ ერთ სოფელს რომელსაც ის სიდიადე დაკარგვია და მის შესანარჩუნებლად მხოლოდ რამდენიმე ხეღა იბრძვის  , რომლებსაც ხანგრძლივი სიცოცხლე არ უწერიათ და დღეს იქნება თუ ხვალ მასაც მიადგება უცნობი მტერი გადაჭრის ძირში და მასთან ერთად თავისდაუნებურად თვითონაც დაიღუპება , არასასიამოვნოა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა , მაგრამ მაინც დავწერ ეს მტერი ადამიანია , ადამიანი რომელიც განადგურებისათვისაა შექმნილი.

და მაინც დღეს თუ არ ხვალ , ან ზეგ , მაზეგ მაინც შეიცვლება ადამიანი , შევიცვლებიტ უკეთესობისაკენ , მტრის ურიცხვმა რაზმა ვერ გაჩეხა და გაანადგურა ჩვენი სამშობლო და ჩვენ ჩვენი ხელითვე როგორ გავანადგურებთ მას?

იმედგაცრუებული მწარე რეალობითა და მომავლის დიდი იმედით გემშვიდობებით , იმედია დავფიქრდებიტ ჩვენ ქმედებებზე მომავალი უკეთესი იქნება…
თავს უფლებას მივცემ ვაჟა-ფშაველას ნაშრომმა ჩემ ბლოგზეც დაიდოს ბინა..:)

DSCN9730 DSCN9748
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიოდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ჰყიოდეს;
მეც მას ბანს ვეუბნებოდე,
გული აღარა მტკიოდეს.

 

 

შავფაროსნები

“შავფაროსნები” ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციაა , რომელიც მიზნად ისახავს ქართული ძირძველი ბრძოლის ილეთებისა და წესების აღდგენას. მისი შექმნის იდეამ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში  გაიელვა ქართულ საზოგადოებაში , თუმცა საბოლოოდ 2000 წელს დაარსდა კავშირი , თვითონ ორგანიზაცია კი 2011 წელს.

რაც შეეხება სახელწოდებას , ჩვენი წინაპარი შავფაროსნების საპატივცემულოდ შეირჩა..

შავფაროსნები , ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ასპარეზზე , ისინი შავად შეღებილ ფარს , იარაღს და ჩოხებს ატარებდნენ…

ფედერაცია “შავფაროსნების” ძირითადი მიზანია, ექსპედიციებში მოძიებული მასალების მიხედვით ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენა–პოპულარიზაცია და ამ მეთოდებზე დაყრდნობით ახალგაზრდა თაობის აღზრდა.შავფაროსნების წევრები უკვე ათეული წელია სამეცნიერო კველვით საქმიანობას ეწევიან. მათ ნაბიჯ–ნაბიჯ შემოიარეს მთელი საქართველო და უნიკალური საბრძოლო ილეთები, იარაღის დამზადების ტექნოლოგიები და ისტორიები მოიძიეს

shavfarosnebi

 

შავფაროსნები რომის ფესტივალზეც გამოჩდნენ , ამ ფესტივალზე მხოლოდ ის სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას რომელთაც რაიმე ისტორიული კავშირი ქონდათ რომის იმპერიასთან. 2012 წლის აპრილში ქართული საბრძოლო ხელოვნება პირველად იქნა ნაჩვენები ამ ფესტივალზე.

ლექსი , რომელიც შეგიძლია ისწავლო ზეპირად :დ(ნაწილი 1)

უზომოდ , უსაზღვროდ მიყვარს პოეზია , შემიძლია მთელი დღე ვუსმინო და ვიკითხო … ვისწავლო და შემდეგ მთელი ღამე არ დავაძინო ჩემი და და ვუყვებოდე მოსმენილის შესახებ..

ასე მომივიდა დღეს .

ჩემდა უნებურად გადავაწყდი ლექსს რომელზე ფიქრიც ამეკვიატა და თავს არ მანებებს… ამ ერთი სხედვით ჩვეულებრივ ლექსში შევძელი იმ სიბრძნის დანახვა , რომელიც აუცილებელია ქართველი ხალხის ქვეცნობიერში გამოვაღვიძოთ…

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო თავად შეაფასეთ . ლექსი ეკუთვნის როინ აბუსელიძეს

დილა იყო,
მზე თვალებში ამოვიდა…
გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს,
ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანი
და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე…

უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი
“ქრისტე აღსდგა” – გააყოლო გამვლელს,
ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა
და ლექსივით იწყებოდა კვამლი.

შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა
და საუბარს უძებნიდა საბაბს,
– ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო,
გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.

ნენე ცრემლებს ერეოდა
და კოროშინს იფარებდა კაბის,
– ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავ
და სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი,

მოემზადე, ხვალ ჯამეში წიგიყვან და
შეგილოცენ მერე უკეთ იარ –
ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ,
თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია

ბაბას,
ღმერთო!…
ერთხელ ისიც გავიგონე,
ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის,
ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია,
ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,

შემდეგ სექვსზე დაისვენა
და ტკივილიც შეერია ხმაში,
– სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე,
მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი!…

maxresdefault

 

აბა მოაზროვნეებო გიყვართ ჭადრაკი?

მინდა ეს პოსტი ჭადრაკს მივუძღვნა  , დავიწყებ იმით რომ ყველაზე მაგარი თამაშია რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის თამაშისასას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

დარწმუნებული ვარ ყველამ ვიცით ჭადრაკის შექმნის ისტორია , (მადლობა ინდოეთს ასეთი თამაშის გამოგონებისათვის ) ამიტომ მხოლოდ მის ფიგურებზე და მათ სვლებზე დავწერ აქ…

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები  ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა.

იგი თამაშდება 64 უჯრისგან შემდგარ დაფაზე , რომელზედაც 2 ადამიანს განაწილებული აქვს ჭადრაკის გმირები : მეფე,  ლაზიერი , 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი.

ჭადრაკში მთავარი ფიგურა მეფეა , წინამძღოლი რომლის სიკვდილი ანუ დაშამათება თამაშის დასასრულს ნიშნავს, ყოველთვის დაცული უნდა გვყავდეს მეფე რათა დიდხანს და საინტერესოდ გაგრძელდეს თამაში. იმის მიუხედავად რომ ეს ფიგურა მეფეა მას საკმაოდ შეზღუდული სვლები აქვს მხოლოდ მეზობელ უჯრაზე გადაადგილების უფლება.

ლაზიერი , რომელსაც უმრავლესობა დედოფალს ეძახის.. ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურაა , თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.

ეტლი  , რომელიც 2 ცალი გვაქვს , საკმაოდ ძლიერები ლაზიერის შემდეგ მეორე.. მათ შეუძლიათ მოძრაობა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.

კუ თამაშის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს 2 კუ ჰყავს. სუსტი ფიგურები , რომლებსაც გაჭირვებისას შენი დაცვა და ხშირ შემთხვევაში შენი გადარჩენაც შეუძლიათ.

მხედარი ესეც 2 ცალი გვაქვს  თამაშის დაწყებისას , იგი ერთადერთი ფიგურაა რომელსაც ჰორიზონტალურად მოძრაობისას შეუძლია მოწინააღმდეგეს გადაახდეს. მისი მოძრაობა შეზღუდულია , თავიდან 2 იჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად და შემდეგ 1 უკრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი ყველაზე პატარა ფიგურა, რომელსაც ყველა ზევით ჩამოთვლილი ფიგურების გაცოცხლება შეუძლია. იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე , მხოლოდ საწყისი პოზიციიდან აქვს ორ უჯრაზე გადასვლის უფლება , როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

ეს არის ჭადრაკის ფიგურები და მათი სვლები .. იმედია საინტერესო პოსტი გამომივიდა , როგრო მომინდა ჭადრაკის თამაში , წავალ ვინმეს ვეთამაშები.

2606 1286529592_chess 169931362832332 images tumblr_lesftvWaDt1qg79vto1_500 xc51lx

 

ძილის დარღვევა

ძილის დარღვევა შესაძლოა მოხდეს მაშინ , როდესაც ადამიანის ძილის პერიოდი ნაკლები ხდება ან პირიქით იმატებს. ძილის დროის შემოკლებას (უძილობა) დაერთვის ძილის თვისობრივი დარღვევები, გაძნელებული დაძინება, მოუსვენარი  ძილი,  კოშმარული სიზმრები, ნაადრევი გაღვიძება და გაღვიძებისას დაღლილობის გრძნობა.მეცნიერების დიდი შრომის შედეგად დადგინდა რომ აბსოლიტური უძილობა არ არსებობს , ადამიანს მაინც სძინავს რაღაც გარკვეული პერიოდი. ძილის დარღვევის ეს სახე არ არის დამოუკიდებელი დაავადება; ის სხვადასხვა მიზეზის, უფრო ხშირად ნევროზის შედეგია

ზოგჯერ მრავალი დღის მანძილზე სძინავთ ისე, რომ მათი გაღვიძება შეუძლებელია, ან თვითონ ეღვიძებათ მხოლოდ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ეს ლეთარგიაა.

მკურნალობა დამოკიდებულია ძილის დარღვევის მიზეზებზე. აუცილებელია შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმის დაცვა: იყენებენ ფსიქოტროპულ საშუალებებს, ფსიქოთერაპიას, საძილე საშუალებებს (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). ნარკოლეფსიის დროს იყენებენ ტვინის მოქმედების გამააქტივებელ პრეპარატებს. პიკვიკის სინდრომის ძირითადი მკურნალობაა გახდომა. ლეთარგიის დროს ტვინის ორგანული დაზიანების გამო მკურნალობენ სათანადო დაავებას.

dzili images... загруженное

 

წყარო:http://ka.wikipedia.org